პროსტიტუცია

როენა ხუცურაულს აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

0 კომენტარი
ფოტო: IPN

სასტუმრო "მამიდას“ მფლობელს როენა ხუცურაულსა და სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ. როენა ხუცურაულმა 30 000, ხოლო ზინაიდა ქორიძემ 20 000 ლარი უნდა გადაიხადოს. ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. 

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე როენა ხუცურაული - მეტსახელად მამიდა, ამავე სასტუმროს მოიჯარე ზინაიდა ქორიძე - მეტსახელად სალომე და სასტუმრო გოლდის მფლობელი, ნ. დ 8 მაისს დააკავეს.

"გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები