ლარის გაუფასურება

ლარი კიდევ გაუფასურდა - დოლართან 0.16 თეთრით, ევროსთან - 1.05 თეთრით

კოლაჟი ტაბულა

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 0.16 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.05 თეთრით გაუფასურდა. 10 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.0770 ლარი.

ეროვნული ვალუტა თურქული ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა.

აღსანიშნავია, რომ ორ თვეზე მეტია, ეროვნულ ვალუტას დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან 6 თეთრზე მეტით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით, ბოლო ორ თვეში, ლარი 5 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები