ამინდის პროგნოზი

ხანმოკლე წვიმა ელჭექით - როგორი ამინდი იქნება 14 მაისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-13 მაისს საქართველოში, უმეტესად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსი იქნება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსი იქნება.

კომენტარები