რუსეთი

რუსეთში სამხედრო ფორმებში გამოწყობილ ბავშვებს 9 მაისის ღონისძიებაში მიაღებინეს მონაწილეობა

0 კომენტარი
ფოტო: პიატიგორსკის ადმინისტრაცია

რუსეთში სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ბავშვებს 9 მაისის ღონისძიებაში მიაღებინეს მონაწილეობა. ღონისძიებებას მთავრობის მაღალჩინოსნებიც ესწრებოდნენ.

რუსეთის ერთერთ ქალაქ პიატიგორსკის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ღონისძიებაში, დაახლოებით, 500-მა სკოლამდელი ასაკის ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მათ სადესანტო, საბჭოთა კავშირის ჯარისკაცებისა და მეზღვაურების ფორმები ეცვათ. ზოგიერთს აშშ-ს M16 იარაღის მოდელიც ეკავა, რაც საბჭოთა ჯარისკაცებს არასდროს გამოუყენებიათ.

ღონისძიებაზე დამსწრე მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ადრეულ ასაკში "პატრიოტული განათლება" "ჯანსაღი საზოგადოების" აღზრდას ეხმარება. 

"ვწუხვარ, რომ 9 მაისი რუსეთისთვის კარნავალად იქცა... თუმცა რა გინდა, რომ გააკეთო? რუსეთს არ აქვს სხვა სასიხარულო არდადეგები," - აღნიშნა ჟურნალ სნობის მთავარმა რედაქტორმა ქსენია ჩუდინოვამ.

2015 წელს პუტინმა ახალგაზრდა რუსების სამხედრო არმიის ჩამოყალიბების იდეას მხარი დაუჭირა, აღნიშნულ არმიას ნაცისტური გერმანიის ჰიტლერიუგენტის ანალოგადაც განიხილავენ. ახალგაზრდა არმიას ამჟამად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავს, თუმცა 2020 წლის 9 მაისის ღონისძიებისთვის იმედოვნებენ, რომ მათი რიცხვი 1 მილიონს გაუტოლდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს რუსი ახალგაზრდებისთვის ახალი არხი პაბედა შექმნეს, რისი პროგრამებიც სრულიად მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე არის. ასევე, მარტში დააანონსეს, რომ რუსეთში დანაშაულისკენ მიდრეკილ ახალგაზრდებს სამხედრო-პატრიოტულ ბანაკში გააგზავნიდნენ.

გაეროს კონვენციის თანახმად, ბავშვების სამხედრო ინდოქტრინაცია აკრძალულია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები