საპენსიო რეფორმა

ამ დროისათვის დაგროვებითი საპენსიო სისტემა 38 ათასმა ადამიანმა დატოვა

0 კომენტარი

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული 771 000 ადამიანიდან, ამ დროისათვის 38 000-მა ის უკვე დატოვა.

ამის შესახებ ტაბულას საპენსიო სააგენტოდან მიაწოდეს ინფორმაცია.

გასულებიდან უმეტესობა კერძო სექტორის წარმომადგენელია. საპენსიო სააგენტო დეტალურ სტატისტიკას მაისის ბოლოს გაასაჯაროებს.

ამ დროისთვის საპენსიო ფონდში უკვე 220 მილიონი ლარია შეგროვებული. ფონდის საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებული ჯერ კიდევ არაა. შესაბამისად, სააგენტოს დაგროვილი თანხის ინვესტირების უფლება არ აქვს.

ამჟამად თანხა განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში (დაახლოებით 50%-50%). სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. ამ დროისათვის დარიცხული სარგებელი 1 მილიონ 250 ათას ლარს აღწევს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სახელმწიფომ მოქალაქეების ანგარიშებს 78.9 მილიონი ლარი დაარიცხა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საპენსიო სქემა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულები ფონდში რიცხავენ შემოსავლის 2%-ს, ამას დაემატება დამსაქმებლის მიერ გადახდილი 2% და მთავრობის მიერ გადახდილი 2% დასაქმებულის მთლიანი შემოსავლის. 40 წლამდე სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ენძელა მაჭავარიანი

კომენტარები