დავით გარეჯი

საპატრიარქო: მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია სტაბილურია, გაიხსნა მონასტერიც

www.facebook.com/საქართველოს-საპატრიარქო-ოფიციალური-გვერდი

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა.

"ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი გადაკეტეს. სასულიერო პირები და სტუმრები მონასტრამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა უდაბნოს მისასვლელი ბილიკების მოწყობაც დაიწყეს. 26 აპრილს დავით გარეჯში უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა გაიხსნა. 

კომენტარები