შსს

შსს: პირუტყვის ქურდობისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა. 

1952 წელს დაბადებული ზ.ბ., შსს-ის ცნობით, წარსულში ნასამართლევია. 

შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად მცირეკალიბრიანი შაშხანა, მცირეკალიბრიანი შაშხანისთვის განკუთვნილი 19 საბრძოლო ვაზნა, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ამავე პისტოლეტის 2 მჭიდი და 33 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ამასთან, ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 5 მჭიდი და 160 საბრძოლო ვაზნა. 

შსს-ის ცნობით, პოლიციამ ბრალდებულის სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში მის მიერ მოპარული მსხვილფეხა პირუტყვი აღმოაჩინა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიება ქურდობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალისა და მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

კომენტარები