უგულავა: როგორც პრეზიდენტის არჩევნები წააგო "ოცნებამ" ჭიათურაში I ტურში, ისე წააგებს 19 მაისს

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ჭიათურის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატთან, დავით ჭუმბურიძესთან, და პარტიის კიდევ ერთ ლიდერთან, სერგი კაპანაძესთან, ერთად ჭიათურელ ამომრჩეველს შეხვდა. 

ევროპული საქართველოს ცნობით, ადგილობრივები მათ გაზრდილ კრიმინალზე, უპერსპექტივობაზე და უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებებზე საუბრობენ. 

"მე დარწმუნებული ვარ, აქ ჭიათურელები მხარს დაუჭერენ დავით ჭუმბურიძეს, ახალგაზრდა, ენერგიულ ადამიანს, რომელიც უშიშრად მიდის იმ გამოწვევებზე, რაც მის წინაშე ჩნდება იმიტომ, რომ არჩევნებში ჩართულია სუს და ყველა ძალოვანი სტრუქტურა. როგორც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო ქართულმა ოცნებამ ჭიათურაში, ისე წააგებს 19 მაისსაც,"- თქვა გიგი უგულავამ.

კომენტარები