იაპონია

იაპონიაში მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფი მატარებელი გამოსცადეს, მისი სიჩქარე 400 კმ/სთ-ია

Tech Explorist

10 მაისს იაპონიაში მსოფლიოში ერთერთი ყველაზე სწრაფი ALFA-X ე.წ. ტყვია მატარებლის გამოცდა დაიწყეს. მისი სიჩქარე 400 კმ/სთ-ია.

მატარებლის გაშვებას 2030 წლიდან გეგმავენ. საწყის ეტაპზე მისი სიჩქარე 360 კმ/სთ იქნება.

ის ჩინურ პეკინისა და შანხაის დამაკავშირებელ ფუსინგ ხაოს მატარებელზე სწრაფი იქნება. ფუსინგ ხაოს მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია.

მოდელს ათი ვაგონი აქვს და მისი დიზაინი მოგრძო ცხვირით ხასიათდება.

მას კვირაში ორჯერ, შუა ღამით ქალაქ სენდაისა და აომორის დამაკავშირებელ ლიანდაგზე გამოცდიან. გამოცდა სამი წელი გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოსა და ნაგოიას შორის დამაკავშირებელი ხაზი 2027 წელს ამოქმედდება - ე.წ. ჩუო შინკანსენის მატარებლის სიჩქარე 505 კმ სთ იქნება. 2015 წელს გამოცდის დროს მატარებლის სიჩქარემ მაქსიმალურ 603 კმ/სთ-ს მიაღწია.

კომენტარები