შსს

შსს-ში ამბობენ, რომ ბასიანის დამფუძნებელი განყოფილებაში გადამოწმების მიზნით გადაიყვანეს

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ კლუბ ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზვიად გელბახიანი დაკავებული არ ყოფილა. როგორც უწყებაში ტაბულას უთხრეს, გელბახიანი და დათო ლაღიძე პოლიციის განყოფილებაში პიროვნების გადამოწმების მიზნით გადაიყვანეს და მალევე გამოუშვეს.

ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიჰყავს პოლიციას გელბახიანი და ლაღიძე, ფეისბუქზე გურამ მაცხონაშვილმა გაავრცელა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები