საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

მათი ინფორმაციით, 1994 წელს დაბადებული რიგითი ვლადიმერ მახათაძე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე იყო.

კომენტარები