კრიმინალი

შსს: პოლიციამ გადამოწმების მიზნით მანქანა გააჩერა, რომელშიც "მაკაროვი" და 8 ვაზნა აღმოჩნდა

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ.ლ. და 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.ც. დააკავეს.

"საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, კრწანისის რაიონში, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა, რომლის დათვალიერების შედეგად, უკანონოდ შენახული „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 8 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები