აშშ-ირანი

როუჰანი: ვერ იტყვი სიტუაცია უკეთესია თუ უარესი, ვიდრე ომისას, მაშინ სანქცია მხოლოდ იარაღზე იყო

0 კომენტარი
ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი ფოტო: Reuters

ირანული სახელმწიფო მედიის მიხედვით პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და თქვა, რომ აშშ-ის სანქციების შედეგად შექმნილი სიტუაცია შესაძლოა 1980 წელს ერაყთან ომზე უარესი იყოს:

"დღეს ვერ იტყვი სიტუაცია უკეთესია თუ უარესი, ვიდრე [1980-88 წლის] ომის დროს. ომის დროს ჩვენ ბანკებთან, ნავთობის გაყიდვასთან და იმპორტ-ექსპორტთან პრობლემა არ გვქონია და სანქციები მხოლოდ იარაღის შეძენაზე იყო. მტრების მხრიდან ზეწოლა ისლამური რევოლუციის ისტორიაში უპრეცედენტო ომია მაგრამ სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდებით და გქონდეთ მომავლის იმედი. გჯეროდეთ, რომ ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ სირთულეებს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ირანი 2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ნაწილობრივ ტოვებს. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის თქმით ქვეყანა დაიტოვებს გამდიდრებული ურანის მარაგს და მას არ გაყიდის.

მან ასევე თქვა, რომ შეთანხმების გარკვეული პუნქტების შესრულებაზე უარის თქმიდან 60 დღეში თეირანი ურანის გამდიდრებას გააგრძელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს მის ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდია ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით ირანისათვის ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისები აღარ იქნება. ირანთან ენერგორესურსებით ვაჭრობისათვის დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისი ვრცელდებოდა ჩინეთზე, ინდოეთზე, თურქეთზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ეს გადაწყვეტილება ძალაში 2 მაისამდეა და როგორც პომპეომ თქვა აღარ განახლდება.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით, ირანიდან მომავალი საფრთხის გამო რეგიონში აშშ-ის ავიამზიდს და ბომბდამშენებს განათავსებენ.

2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

მიუხედავად ამისა სხვა ხელმომწერები, მათ შორის ევროპის ქვეყნები აგრძელებდნენ შეთანხმების მხარდაჭერას და ცდილობდნენ აშშ-ის სანქციებისათვის გვერდი აექციათ, თუმცა, ამასთანავე ირანს აფრთხილებდნენ, რომ მას უნდა გაეგრძელებინა შეთანხმების შესრულება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები