შუალედური არჩევნები

უგულავა: ხალხი მზად არის ივანიშვილი გაგლიჯონ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის

„ხალხი მზად არის ივანიშვილი გაგლიჯონ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის,“ - ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა და ოზურგეთის საკრებულოს წევრობის კანდიდატი კობა ზაქარეიშვილი მოსახლეობას ოზურგეთის ბაზრის
ტერიტორიაზე შეხვდნენ.

„საზოგადოების განწყობა არის ის, რომ მზად არიან ივანიშვილი გაგლიჯონ იმ ტყუილებისთვის და იმედგაცრუებისთვის რაც არის. მე ხშირად მიწევდა ადამიანების დაწყნარება და ეს აბსოლუტურად ბუნებრივად ჩანდა და ბუნებრივად ჩანს. მოხერხება უნდა, რომ აქამდე მიიყვანო საზოგადოება. ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ არჩევნებზეც და მომდევნო ერთი წელიწადი დავუთმოთ იმას, რომ დავანახოთ საზოგადოებას ალტერნატივა. ხალხმა შინაგანად, ემოციურად ბიძინა ივანიშვილი გაუშვა სახლში. ახლა მთავარია, რომ ეს დაფიქსირდეს ბიულეტენის და არჩევნების დონეზე, ეს გარდაუვალია. 2020 არის ივანიშვილის ბოლო ვადა. დამოუკიდებლობის პერიოდიდან ხალხი ვაძლევთ ხელისუფლებას მაქსიმუმ 2 ვადას, როდესაც ვადა გადის ხელისუფლებას, როგორც ვადაგაცილებულ საქონელს ისე ვისტუმრებთ. აი ასე მოუვა ზუსტად ივანიშვილს და საზოგადოების განწყობიდან ეს უკვე ძალიან კარგად ჩანს. ერთი ან ორი წლის წინ აბსოლუტურად სხვა განწყობა იყო, დღეს უკვე ყველამ კარგად დაინახა, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი მატყუარა, ატყუებს ხალხს და ხალხის ხარჯზე მისი მოყვანილი ადამიანები მდიდრდებიან. ეს არის ფაქტი, ეს არის საზოგადოების განცდა და ეს არის საზოგადოების ტკივილი. საზოგადოება ამას არ შეარჩენს ივანიშვილს,“ - ამბობს უგულავა.

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

კომენტარები