რობინ ვან პერსის კარიერის დასასრული

რობინ ვან პერსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ვეტერანმა ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 35 წლის ფორვარდმა "ფეინოორდის" მაისურით უკანასკნელი მატჩში "დენ ჰააგის" წინააღმდეგ ითამაშა.

რობინ ვან პერსი ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მან ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 102 მატჩში 50 გოლი მიითვალა.

ვან პერსიმ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა სწორედ "ფეინოორდში" დაიწყო, საიდანაც ლონდონის "არსენალში" აღმოჩნდა. ამის შემდეგ, ჰოლანდიელი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ფენერბახჩეში" თამაშობდა, საიდანაც კვლავ "ფეინოორდში" დაბრუნდა.

კომენტარები