ქართული ოცნების ლობისტები

რუსთავი 2-ის ცნობით, "ოცნება" ლობისტებთან ერთად ოპოზიციის საერთაშორისო შავ პიარს აწარმოებს

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათ მიაწოდეს მიმოწერა, სადაც ჩანს როგორ უკვეთავს ქართული ოცნება ოპოზიციის წინააღმდეგ შავ პიარს ლობისტებს.

R2 ამბობს, რომ მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და ტელევიზიაში მას ეტაპობრივად შიფრავენ.

პირველი მიმოწერა, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, ევროპული საქართველოს წევრ გიგი წერეთელს ეხება. R2 ამბობს, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს მის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის კამპანიას გეგმავდნენ, რათა წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არ აერჩიათ.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ მიმოწერაში ჩანს ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის სახელი და გვარი. ტექსტში კი აღნიშნულია, რომ თუ გიგი წერეთელი გაიმარჯვებს და ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდება, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მართლაც არ აირჩიეს და ამ პოსტზე ხმების უმრავლესობა ავსტრიის პარლამენტის წევრმა, კრისტინე მუტონენიმ მიიღო. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნებზე საკმარისი ხმები ვერ მიიღო, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიგი წერეთელი გახდა. 2018 წელს კი წერეთელი უკვე აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები