ივერია

"გვეცოდინება, რომ საქართველო კურთხეულია, მერე? მერე არაფერი" - 1886 წლის ივერია წილხვედრობაზე

0 კომენტარი

"ქართველებს გვეცოდინება, რომ ჩვენი საქართველო კურთხეულია, მერე?! მერე არაფერი" - ივანე ბულბულაშვილის წერილი "ბრმა - სინათლით კმაყოფილი" 1886 წელს გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა.

"კურთხეული საქართველო", "ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა", "აყვავებული საქართველო", აი, ამგვარი ქება-დიდება გვესმის, დიდი ხანია საქართველოს შესახებ.

მაგრამ ამას არაფერი შეუცვლია, ცხოვრებას ვერ დახმარებია. ამგვარ მოსაზრების მთქმელი დარწმუნებით გვეუბნება, მას თანავუგრძნოთ, ვიწამოთ მისი რწმენები და მისებურად გავიძახოდეთ - "კურთხეულ საქართველოს".

ამ ღაღადების ხმას მოწინავეები ჩვენ გადმოგვცემენ, ჩვენ მომავალს უნდა გადავცეთ, მომავალი მის შემდეგს გადასცემს და თუ ეს ასე მოეწყო, ქართველებს გვეცოდინება, რომ ჩვენი საქართველო კურთხეულია, მერე?! მერე არაფერი, ვიწამეთ, რომ კურთხეულია; სად არის ამგვარის რწმენების საზღვარი?" - ნათქვამია წერილში. 

ფრაგმენტი აქტუალური 12 მაისის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ ოფიციალურად გამოცხადებისა და აღნიშვნის მერე გახდა - მას შემდეგ, რაც წერილიდან ამონარიდი Facebook-ზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზამ გაავრცელა.

ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული პერიოდული გამოცემა "ივერია" გამოდიოდა თბილისში 1877 წლის 3 მარტიდან ყოველკვირეულ გაზეთად, 1879-1885 წლებში - ჟურნალის სახით, 1886 წლიდან კი, ყოველდღიურ გაზეთად. მისი დამაარსებელი და რედაქტორი ილია ჭავჭავაძე იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები