განათლების სამინისტრო

ბატიაშვილი: 2019 წლის სექტემბრიდან მასწავლებლებს ხელფასები გაეზრდებათ

განათლების სამინისტრო

2019 წლის სექტემბრიდან უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ხელფასები გაეზრდება, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრის ცნობით, მასწავლებლების ხელფასი საწყის ეტაპზე 150 ლარით გაეზრდებათ, - "ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება" - თქვა ბატიაშვილმა.

განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით აღნიშნული ცვლილებები სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით ხორციელდება.

კომენტარები