კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი MET GALA-ს კაბის მოსარგებად სუნთქვის გაკვეთილებზე დადიოდა

0 კომენტარი
კიმ კარდაშიანი Met Gala 2019-ზე

წელს, ყოველწლიურ ღონისძიებაზე MET GALA-ზე კიმ კარდაშიანს ტიერი მუგლერის კაბა ჰქონდა მორგებული. ღონისძიების თემა "Camp" იყო - კემპი ფრანგული სიტყვაა და განსაკუთრებული მანერებით მიღებულ პოზას ნიშნავს, ის ასევე აღნიშნავს ექსტრავაგანტულობას, თეატრულობას და ირონიულობასაც კი.

კიმ კარდაშიანის კაბა წელში შესამჩნევად იყო გამოყვანილი, რის გამოც მაყურებლები ხუმრობდნენ რომ მას ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და რამდენიმე ნეკნი ამოღებული.

ხუმრობებს თავდაპირებლად კიმ კარდაშიანის ფიტნესის პირადმა მწვრთნელმა უპასუხა, რომელმაც თქვა რომ კარდაშიანი კვირაში 6-ჯერ ვარჯიშობს, ძალიან ადრე დგება და მონდომებულია.

თავად კიმ კარდაშიანმა მეტ გალასთვის მზადებაზე ინსატრაგმზე დაწერა, მისი თქმით ის სუნთქვის გაკვეთილებზე დადიოდა.

"როდესაც აღმოვაჩინე, რომ მეტ გალას თემა "კემპი" იყო, იმ დღესვე მივმართე ტიერი მუგლერს. კემპის მეფე! ჩვენ გასულ წელს, დასვენებამდე, მაიამიში შევხვდით და ჩანახატები ვნახე! ძალიან ბევრი ვისწავლე ტანსაცმლის შესახებ ამ გენიალური კაცისგან, ეს ხელოვნება იყო! 7 თვე კეთდებოდა კაბა, შემდეგ კაბას ვიზომავდი მონრეალში, პარიზში, ლოს-ანჯელესში. კორსეტისთვის განკუთვნილი სუნთქვის გაკვეთილები Mr.Pearl-თან მქონდა. ეს ყველაფერი ამად ღირდა და ეს იყო დასაწყისი შთამაგონებელი კავშირის", - წერს კიმ კარდაშიანი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ჰერმან საბო

კომენტარები