Tbilisi Open Air 2019

Tbilisi Newcomers-ის ფინალისტები ცნობილია - გამარჯვებული Open Air-ზე დაუკრავს

Tbilisi Newcomers

Tbilisi Newcomers-ის ფინალისტები ცნობილია. 12 მონაწილე Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებმა და პროდიუსერებმა 21 მუსიკალურ პროექტსა და ჯგუფს შორის შეარჩიეს.

  • Beqa
  • Dudey
  • Enforcement
  • Explorers’ Vibe
  • Forest Rain
  • Four Dimensional Monster Lobsters
  • Lasha Pertsuliani
  • Leif S
  • Mush One
  • Ontheroad
  • Pitter J
  • Tornike Gagoshvili

Tbilisi Newcomers-ის შოუქეისები 8 და 9 მაისს Tbilisi Open Air-ის და პლატფორმა "სარდაფის" ორგანიზებით გაიმართა.

ფინალური კონცერტი 26 მაისს იქნება. გამარჯვებული Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაუკრავს.

გარდა ამისა, ფინალისტებს შორის თავისი ფავორიტი ჯგუფის ან პროექტის შერჩევის საშუალება მიეცემა ფესტივალზე მოქმედ 3 სცენას (EYESTAGE - ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების სცენა, Garden Stage – Psy Trance სცენა და Singe Stage - აკუსტიკური მუსიკისა და ჯაზის სცენა).

Tbilisi Newcomers მუსიკოსებისა და ბენდების აღმოჩენას 10 წელია ემსახურება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ინიციატივით 2009 წელს შეიქმნა. ბენდები და მუსიკოსები, ჟანრის მიუხედავად, განაცხადის ფორმას ავსებენ. განაცხადების ავტორ მუსიკოსთა შოუქეისის შემდეგ ფინალური ლაივ კონცერტის მონაწილეები ვლინდებიან. გამარჯვებული პროექტი კი Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაკვრის უფლებას იღებს.

Tbilisi Open Air 2019 21-22-23 ივნისს, ლისის ტბის მიმდებარედ გაიმართება. ფესტივალის სტუმრებს წელს შესაძლებლობა ექნებათ მოუსმინონ, მათ შორის, შემდეგ შემსრულებლებს:

  • FRANZ FERDINAND
  • MOGWAI
  • UNKLE
  • DAVID AUGUST
  • RHYE
  • THE SUBWAYS
  • MICHELLE GUREVICH
  • მწვანე ოთახი

კომენტარები