კანადელი კაცის, ჯესი ჯორდანის თქმით მისი ძაღლი დათვმა ირმის ძვლებით მოისყიდა, რომ ჯესის სანაგვეში ქექვის უფლება მიეცა.
ჯესის თქმით ძაღლი დათვისგან თავის დასაცავად მოიყვანა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ისინი დამეგობრდნენ.
"ჩემს სულელ, ბეწვიან შვილს ღამით ერთი საქმე აქვს - უყეფოს რაღაცებს და გაყაროს ისინი. მარტივია, არა? თუმცა! დათვმა ისწავლა, რომ მისი მოსყიდვა შეიძლება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მან საჩუქრად ირმის ძვლები მოუტანა და სანაცვლოდ ჩემს სანაგვეზე წვდომა მიიღო. და ის აგრძელებს ამის კეთებას."
მას შემდეგ, რაც ჯესის ძაღლის ამბავი სოციალურ მედიაში გავრცელდა მან იხუმრა, რომ მისი ბრალია, რომ ძაღლს ის მოვალეობა დააკისრა, რისი შესრულებაც არ იცის და იმპიჩმენტი უნდა მოუწყოს, თუმცა, მიუხედავად ამისა მიაჩნია, რომ მისი ძაღლი მაინც საუკეთესოა და ენოტებს, მელიებს და კოტიოტებს წარმატებით აშინებს.
მას შემდეგ რაც ინტერნეტ მომხმარებლებმა ძაღლის ბედთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს მან ასევე განმარტა, რომ ონტაროს ჩრდილოეთით მცხოვრები დათვები მოსახლეობის და შინაური ცხოველებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეჭმის საშიშროება რომ იყოს ძაღლს ეზოში არ დატოვებდა.