ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული

საგარეო 13-15 მაისს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში წილხვდომილობაზე გამოფენებს მართავს

13-15 მაისს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის თემატიკაზე გამოფენები გაიმართება. მას ორგანიზებას საგარეო საქმეთა სამინისტრო გაიწევს და ამაში 73 000 ლარი დაიხარჯება. ეს თანხა საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოყო.

გარდა ამისა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოებსა და დიასპორულ ორგანოზაციებში ფილმების "ანდრია პირველწოდებული", "ექვთიმე ღვთისკაცი", "სიმონიკა დადიანის დაბრუნება", ანიმაციური ფილმის "ივერიის ღვთისმშობლის ხატი" ჩვენებებს გამართავს. ამას საგარეო უწყება "საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში" გააკეთებს.

12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ საქართველოს პარლამენტმა 8 მაისს გამოაცხადა. წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავად, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 694 000 ლარი გამოყო. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის თანახმად, მეორე ეტაპის ანუ დამატებითი დაფინანსება 199 340 ლარს შეადგენს, არაერთ ღონისძიებას კი, სახელმწიფო დაწესებულებები "საკუთარი ბიუჯეტის ფარგლებში" აფინანსებენ, ანუ ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესასწაულის აღნიშვნა ჯამურად მინიმუმ 893 940 ლარი ჯდება.

კომენტარები