შემოსავლების სამსახური: საზღვარზე 9 920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდნენ

flickr.com

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 9-12 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში - "სარფი", "სადახლო-საავტომობილო" და "წითელი ხიდი" მებაჟეებმა არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს.

"მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9 920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონა - 105,4 კგ.) აღმოაჩინეს" - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, 1000-1000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

კომენტარები