ჰოლივუდი

ჰოლივუდის მსახიობი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰოლივუდის მსახიობი, მომღერალი და ცხოველთა უფლებების დამცველი დორის დეი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ის "ჰოლივუდის ოქროს საუკუნის" ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავი იყო. 

გარდაცვალების მიზეზად პნევმონია და ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. დეი საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. 

დორის დეი 1922 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატში დაიბადა. მუსიკალური კარიერა 15 წლიდან დაიწყო. 

მისი მთავარი ჰიტი სიმღერა - Que Sera Sera გახდა, რომელსაც სხვა მომღერლებიც წლების განმავლობაში მღეროდნენ.

ფილმი "დაბრუნდი ჩემო სიყვარულო" 1950-60 წლების ჰიტი გახდა. საერთო ჯამში დეი 30-ზე მეტ ფილმში გადაიღეს. 

70-იანი წლებიდან დეი მთლიანად ცხოველების უფლებების დაცვაზე გადაერთო. 

ის ოქროს გლობუსის და გრემის არაერთგზის გამარჯვებულია. 2004 წელს კი პრეზიდენტმა ბუშმა ის თავისუფლების მედლით დააჯილდოვა. 

 

კომენტარები