საგარეო ვაჭრობა

იანვარ-აპრილში ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა, იმპორტი 3.1%-ით შემცირდა

Getty Images

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის პირველი ოთხი თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა.

სავაჭრო ბრუნვა 3 860.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

ექსპორტის მთლიანი მოცულობა 1 133.4 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც გასულ წელთან შედარებით 17.9%-ით მეტია. იმპორტი 3.1%-ით შემცირდა 2 726.7 მილიონ აშშ დოლარამდე. ამგვარად, საქართველოს სავაჭრო დეფიციტი ბრუნვის 41.3% იყო.

აღნიშნული მონაცემები წინასწარია და შეიძლება შეიცვალოს. საქსტატი დეტალურ ინფორმაციას ერთ კვირაში, 20 მაისს გამოაქვეყნებს.

კომენტარები