ლარის გაუფასურება

ლარი კიდევ გაუფასურდა - დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით, ევროსთან - 0.61 თეთრით

ტაბულა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ისევ გაუფასურდა - ამჯერად, დოლართან მიმართებით 0.35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 0.61 თეთრით. 13 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარი 2.7435 ლარი ღირს, 1 ევრო კი - 3.0831 ლარი. კომერციულ ბანკებში ფასი უფრო მაღალია - 1 დოლარის შესაძენად 2.78 ლარი დაგჭირდებათ, 1 ევროსი - 3.13 ლარი.

ეროვნული ვალუტა თურქულ ლირასთან და ბრიტანულ ფუნტთანაც გაუფასურდა. 

ორ თვეზე მეტია, ლარის დოლართან თითქმის ყოველდღიური გაუფასურების ტენდენცია აქვს. 1 მარტს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6794 ლარი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ლარი დოლართან თითქმის 7 თეთრით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით, ბოლო ორ თვეში, ლარი თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები