კიბერთავდასხმა

ჰაკერებმა WhatsApp ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებზე თვალთვალისათვის გამოიყენეს

Getty Images

ჰაკერებმა Facebook-ის კუთვნილი აპლიკაცია WhatsApp ტელეფონებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებში თვალთვალის პროგრამების დასაყენებლად გამოიყენეს. ჰაკერული თავდასხმის ფაქტს კომპანიაში ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ თავდასხმის სამიზნეები კონკრეტული მომხმარებლები იყვნენ და მის უკან "განვითარებული კიბერ აქტორები დგანან".

ამ დროისათვის უცნობია რამდენ მომხმარებელზე მოხდა მსგავსი თავდასხმა. კომპანიამ 1.5 მილიარდ მომხმარებელს მოუწოდა განაახლონ აპლიკაცია.

the Financial Times-ის მიხედვით თავდასხმა ისრაელში მოქმედმა უსაფრთხოების ფირმა NSO Group-მა განახორციელა, რომელიც, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ისრაელის მთავრობასთან თანამშრომლობს.. მათივე ინფორმაციით ამისათვი აპლიკაციის ზარის ფუნქციაში არსებული ხარვეზი გამოიყენეს.

NSO Group-ის მიერ შექმნილ სხვა პროგრამებს, მაგალითად Pegasus-ს შეუძლია სამიზნე მოწყობილობის მიკროფონითა და კამერით ინფორმაცია შეაგროვოს. ასევე შეაგროვოს მოწყოფილობის ადგილმდებარეობის ინფორმაცია.

მათი თქმით ისინი საკუთარ აპლიკაციებს არ იყენებენ და ეს მხოლოდ სამთავრობო ორგანოებისათვის არის განკუთვნილი დანაშაულთან და ტერორიზმთან საბრძოლველად.

კომენტარები