ნარკოდანაშაული

შსს: პირველი იანვრიდან დღემდე 60 ნარკორეალიზატორია პასუხისგებაში მიცემული

flickr

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 13 მაისამდე პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია: 13 კილო და 5 გრამი "ჰეროინი", 1 800 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2500 აბზე მეტი "ექსტაზი", 6 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 400 გრამი "კოკაინი" და 400 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები.

უწყების ინფორმაციითვე, ამავე პერიოდში, სამართალდამცველების მიერ პასუხისგებაში მიცემულია 60 ნარკორეალიზატორი.

კომენტარები