კონორ მაკგრეგორის გათავისუფლება

ფლორიდის პროკურატურამ კონორ მაკგრეგორს ბრალდება მოუხსნა (ვიდეო)

0 კომენტარი

ფლორიდის პროკურატურამ UFC-ს ვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი ყველანაირი ბრალდებისგან გაათავისუფლა. ირლანდიელმა 11 მარტს ერთ-ერთი სასტუმროს წინ გულშემატკივარს ტელეფონი გამოგლიჯა და დაუმტვრია, რისი ამსახველი კადრებიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ტელეფონი 1000 დოლარი ღირდა და დაზარალებული მაკგრეგორს სწორედ ამის გამო უჩიოდა. როგორც გაირკვა, დაზარალებულმა შტატების ტერიტორია უკვე დატოვა, რის გამოც ირლანდიელს ბრალდებები მოეხსნა.

აღსანიშნავია, რომ საქმე სასამართლომდე არ მისულა და პროკურატურამ მაკგრეგორს თავი მსაჯულების გარეშე დაანება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები