ტოჩინოშინის მაქსიმალური შედეგი

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მესამე ბრძოლაც მოიგო (ვიდეო)

ქართული სუმოს ქომაგები

ნაცუ ბაშოს მესამე დღეს, ქართველმა მებრძოლმა ლევან გორგაძემ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა. ამჟამად, ტოჩინოშინს 3 ბრძოლიდან 3 აქვს მოგებული და უდანაკარგოა.

ლევან გორგაძე მეოთხე მაეგაშირა ოკონოუმის დაუპირისპირდა. მიმდინარე ბაშოზე, ტოჩინოშინის დღევანდელ მეტოქეს წინა ორი ბრძოლა წაგებული ჰქონდა.

ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად, ტოჩინოშინს დარჩენილ 12 ბრძოლაში 7 მოგება სჭირდება.

კომენტარები