შუალედური არჩევნები

აბესაძე: სიღარიბის დაძლევის ნაცვლად "ოცნება" ასეულობით მილიონ ლარს აქტივისტებს ურიგებს

„სამუშაოდ ადგილების შექმნის და სიღარიბის დაძლევის ნაცვლად ქართული ოცნება ასეულობით მილიონ ლარს აქტივისტებს ურიგებს,“ - ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. აბესაძის თქმით, ხელისუფლებას პარტიული აქტივი საჯარო უწყებებში, სახელმწიფო თუ ადგილობრივ აპიებში ყავს გაფორმებული, ისინი რეალურად არ ასრულებენ მოვალეობებს და ხელფასს ბუჯეტიდან მხოლოდ იმისთვის იღებენ რომ არჩევნებზე ხმების მობილიზება უზრუნველყონ.

აბესაძის ინფორმაციითვე, ამ სქემის დასაფარად ფინანსთა სამინსიტრო მალავს ბიუჯეტიდან გადახდილი ხელფასების შესახე ინფორმაციასაც.

„2018 წელს ხელფასის სახით საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაცემული იქნა დაახლოებით 1 050 000 000 ლარით მეტი, ვიდრე ეს იყო 2012 წელს;

თუ დავაჯამებთ “ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას გაცემული ხელფასების გაზრდილ მოცულობებს, 6 წლის განმავლობაში ჯამურად გაიცა დაახლოებით 4 200 000 000 ლარით მეტი ხელფასი;

მასწავლებლების, ჯარისკაცებისა და პოლიციის (შსს და სუს-ი) ხელფასები ამ პერიოდის განმავლობაში ჯამურად გაიზარდა დააახლოებით 400 000 000 ლარით, რაც სინამდვილეში მათი ხელფასების მშპ-თან მიმართებით შემცირებაა.

მასწავლებლების, ჯარისკაცებისა და პოლიციის (შსს და სუს) ხელფასების გარეშე, დანარჩენი ბიუროკრატიის ხელფასები მშპ-თან მიმართებითაც კი გაზრდილია,“ - ამბობს ირაკლი აბესაძე.

კომენტარები