აშშ-რუსეთი

პომპეომ და ლავროვმა სოჭში უკრაინაზე, ვენესუელასა და აშშ-ის 2020 წლის არჩევნებზე ისაუბრეს

0 კომენტარი
მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი ფოტო: REUTERS

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სოჭში რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ვაშინგტონი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას არ მოითმენს.

მისი თქმით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მან ნათლად დააფიქსირა, რომ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მსგავსი ფაქტი აღარ უნდა განმეორდეს.

რუსეთი 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ამ დრომდე უარყოფს.

გარდა ამისა პომპეომ თქვა, რომ მოსკოვს დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისაკენ და უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან ერთად მუშაობისაკენ მოუწოდა.

მან ლავროვს უთხრა, რომ დროა ნიკოლას მადურომ, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე მხარს უჭერს, ძალაუფლება დათმოს.

ლავროვის თქმით მადუროს მომავალი ვენესუელელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და მასზე აშშ-ის ზეწოლას არადემოკრატული უწოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები