სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: ბრიტანეთი ბრექსიტზე რას აკეთებს არ გვესმის, მათ ადგილს სიამოვნებით დავიკავებდით

სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი euronews-თან ინტერვიუში ამბობს, რომ არ ესმის თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი ბექსიტთან დაკავშირებით.

"ერთი რამ, რაც ჩვენ არ გვესმის, არის ის თუ რას აკეთებს დიდი ბრიტანეთი [ბრექსიტთან დაკავშირებით], ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით მათი ადგილი დავიკავოთ [ევროკავშირში]", - თქვა მან. 

"ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც უამრავი პრობლემის წინაშე დგას. ამ გამოწვევებთან თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოზე ახლოს ვართ და პასუხი ამ გამოწვევებზე არის ის, რომ ვიყოთ უფრო ახლოს ევროპასთან"- აღნიშნა მან. 

ზურაბიშვილმა თქვა რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი რუსეთის აგენტი იყო და საქართველომ ევროპული გზა აირჩია.

"რუსეთთან 2008 წლის ომის დროს და მას შემდეგ ყოველდღიური პროვოკაციების მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობა ერთიანია. დღეს, გუშინ და 18 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის 80% ირჩევდა და ირჩევს ევროპულ გზას",- ამბობს ზურაბიშვილი. 

კომენტარები