KFC

სტუდენტი KFC-ში ერთი წელი უფასოდ ჭამდა, რადგან იტყუებოდა, რომ მათთან მუშაობდა

KFC

27 წლის სამხრეთ აფრიკელი სტუდენტი მას შემდეგ დააკავეს, რაც გაირკვა რომ ის ერთი წლის განმავლობაში KFC-ის უფასოდ ჭამდა, რადგან იტყუებოდა რომ სათავო ოფისიდან საკვების გასასინჯად გზავნიდნენ.

Kwazalu-Natal-ის უნივერსიტეტის სტუდენტი, რომლის სახელსაც არ ასახელებენ, ყოველ დღე KFC-ის სხვადასხვა საკვებ ობიექტში მიდიოდა და მომსახურე პერსონალს ერთი და იმავე ისტორიას უყვებოდა.

საბოლოოდ, KFC-ის თანამშრომლებმა კაცი იცნეს და გადაამოწმეს, მართლა მუშაობდა თუ არა კომპანიაში. სიმართლის გარკვევის შემდეგ სტუდენტი დააკავეს.

ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია კენილემა ჟურნალისტმა ტვიტერზე გაავრცელა, მას მერე კი ეს ინფორმაცია ვირუსული გახდა.

კომენტარები