კრიმინალი

ჭავჭავაძის გამზირზე ტექნიკის მაღაზიის გაქურდვის მცდელობისთვის 2 არასრულწლოვანი დააკავეს

0 კომენტარი

სამართალდამცველებმა ქურდობის მცდელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული გ.ქ. და 2002 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთი ტექნიკის მაღაზიის შუშის კარი ჩაამსხვრიეს და მაღაზიაში შევიდნენ. 

"შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მისულმა სამართალდამცველებმა არასრულწლოვნები იმ დროს დააკავეს, როდესაც მაღაზიაში, სტენდებზე განთავსებული ძვირადღირებული მობილური ტელეფონების მოპარვას ცდილობდნენ" - აცხადებს შსს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები