ფსიქიკური ჯანმრთელობა

მალაიზიაში, 16 წლის გოგომ ინსტაგრამზე გამოკითხვის ჩატარების შემდეგ თავი მოიკლა

Time.com

მალაიზიაში, 16 წლის გოგომ თავი მოიკლა, მას შემდეგ რაც ინსტაგრამზე გამოკითხვა ჩაატარა უნდა გაეგრძელებინა სიცოცხლე თუ თავი მოეკლა და 69%-მა თავის მოკვლას მისცა ხმა.

პოლიციის წარმომადგენლების თქმით, გოგომ გამოკითხვას დააწერა "ძალიან მნიშვნელოვანია, დამეხმარეთ ავირჩიო სიცოცხლე/სიკვდილი" და ხალხის უმრავლესობამ სიკვდილს მისცა ხმა, გოგომ კი თავი მოიკლა.

ადვოკატის თქმით, ისინი, ვინც გამოკითხვაში სიკვდილს მისცეს ხმა, დამნაშავეები არიან გოგოს თვითმკვლელობისთვის ხელშეწყობისთვის.

"იქნებოდა თუ არა გოგო ცოცხალი, ხალხის უმრავლესობას მის ინსტაგრამზე რომ სიცოცხლისთვის დაეჭირა მხარი? მართლა შეუწყო ხელი ხალხის აზრმა გოგოს თვითმკვლელობას?", - თქვა ადვოკატმა.

მალაიზიის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, ამ შემთხვევამ ანახა რომ ქვეყანაში დისკუსიები უნდა იმართებოდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ.

"მე ძალიან ვწუხვარ ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდა ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ეს ეროვნული პრობლემაა, რომელიც სერიოზულად უნდა მივიღოთ", - თქვა მინისტრმა.

კომენტარები