რუსეთ-უკრაინა

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სარკისებური ეკონომიკური სანქციები აამოქმედა

0 კომენტარი
ფოტო: Intellectual Property Watch

უკრაინის მინისტრთა კაბინეტი დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სარკისებურ ეკონომიკურ სანქციებს აამოქმედებს, რაც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ქმედებებზე პასუხია. 

ამის შესახებ მთავრობის სხდომის წინ პრემიერმინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა ისაუბრა. 

"დღეს ჩვენ მოვამზადეთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვენ რუსეთთან მიმართებით სარკისებურ სანქციებს შევიტანთ, ჩვენ ავამოქმედებთ ემბარგოს იმ საქონელზე, რომელსაც მთლიანად ვაწარმოებთ უკრაინაში ან შეგვიძლია მისი ჩანაცვლება... რუსულ საქონელზე სპეციალურ ფულად გადასახადს დავაკისრებთ, რადგან აგრესოსორს, რომელსაც ჩვენთვის ეკონომიკური ზიანის მოყენება სურს, შესაბამისი პასუხი გავცეთ,"- ამბობს გროისმანი. 

აპრილის შუა რიცხვებში რუსეთმა უკრაინაში რუსული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების ექსპორტი შეზღუდა. 1 ივნისიდან ასეთი საქონელი უკრაინაში მხოლოდ კონკრეტული ნებართვის საფუძველზე შევა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები