რუსეთი

აქტივისტები ეკატერინბუგრში პარკში ეკლესიის მშენებლობას აპროტესტებენ

0 კომენტარი
ფოტო: BBC

რუსეთის ქალაქ ეკატერინგბურგში, რეკრეაციულ პარკში ეკლესიის მშენებლობის წინააღმდეგ 2000 ადამიანი გამოვიდა. 

სამშაბათს პროტესტის მეორე დღე იყო. კონფლიქტი და წინააღმდეგობა ეკლესიის დიდი ხნის წინ მშენებლობის მიმართ დიდი ხანია, მიმდინარეობს. 

აქტივისტები ამბობენ, რომ პარკში წმინდა ეკატერინეს სახელობის ტაძრის აშენება ქალაქის ისედაც მცირე მწვანე ზონას კიდევ უფრო შეამცირებს და გაანადგურებს. 

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ამბობს, რომ ეს ახალი ტაძრები ჩაანაცვლებს იმათ, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დროს დაანგრიეს. ეს კონკრეტული ტაძარი კი 1930 წელს განადგურებული ერთ-ერთი ტაძრის ანალოგი იქნება. 

ეკატერინბურგის პარკში ეკლესიის მშენებლობის დასრულება 2023 წელს იგეგმება, ქალაქ ეკატერინბურგის დაარსების 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით. ეს რუსეთის სიდიდით მე-4 ქალაქია.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მთავრობა სიტუაციას თვალ-ყურს ადევნებს.

დემონსტრანტები 13 მაისს პარკში, იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ტაძრის ასაშენებელი ადგილია შემოსაზღვრული. მათ ღობის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და სკანდირებდნენ - "ჩვენ გვინდა სკვერი". 

როდესაც ხალხმა პარკში შესვლა გადაწყვიტა, მათ წინააღმდეგობა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს, რომლებიც, თავის მხრივ, Russian Copper Company-ის (რუსეთის სპილენძის მწაარმოებელი კომპანია) მიერ იყო დაქირავებული და რომელიც ტაძრის მშენებლობას აფინანსებს. აქვე იყვნენ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლები, რომლებიც კომპანიის საბრძოლო ხელოვნების აკადემიასთან არიან დაკავშირებულები. დემონსტრანტების მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო ივან შტრიკოვი, ცნობილი, როგორც ურალ ჰალკი, შერეული საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალი მებრძოლი.

ფოტო: BBC
საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა და 14 მაისსაც განახლდა.  

დამოუკიდებელი რუსული საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, რომ აქციებზე 7 დემონსტრანტი დააკავეს, დაკავებულთან ერთ-ერთს ნეკნი აქვს მოტეხილი. 

ამ პარკში ეკლესიის მშენებლობა 2010 წლიდან დაპირისპირების საგანია. სწორედ ამ დროიდან იგეგმება მისი აშენება. 

ერთ-ერთი აქტივისტი ვებ-გვერდზე წერს:

"ამ ტაძრის აშენებისთვის პარკი უნდა დავანგრიოთ, არადა ის აქ მცხოვრებლების საყვარელი დასასვენებელი ადგილია". 

სხვები კი ამბობენ, რომ ქალაქს პარკების მოსპობა კი არა, კიდევ უფრო მეტის შექმნა სჭირდება. 

პარკში ტაძრის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა შორის არიან: 

სტალინ გულაგი, ტვიტერის მომხმარებელი მილიონზე მეტი გამომწერით, რომელსაც კრემლის დაცინვის არ ეშინია. 

ალექსეი ნავალნი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 

2013 წლიდან მათ რიგებს შუერთდა ეკატერინბურგის ყოფილი მერი ევგენი რიოზმანი

დემონსტრანტები ასევე სკანდირებდნენ - "ჩვენ გვსურს მერთან შეხვედრა". 

ევგენი რიოზმანი ერთ-ერთია იმ მცირე პოლიტიკოსთაგან, ვინც ღიად აკრიტიკებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ის მერის პოსტიდან გასულ წელს გადადგა, მას შემდეგ, რაც მერის არჩევნებში დამარცხა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ის არადემოკრატიულად ჩატარდა. 

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, ვახტანგ ყიფშიძემ დემონსტრაციები ანტირელიგიურად შეაფასა. 

"მრავალი გზა არსებობს იმის გამოსახატად, რომ გადაწყვეტილებას არ ეთანხმები, მაგრამ განსაკუთრებით სამწუხაროა კონფლიქტის პროვოცირება რელიგიურ ნიადაგზე, განსაკუთრებით ეკატერინბურგში, სადაც ნიკოლოზ მეორე და მისი შვილები დახოცეს. პროტესტი ალბათ იმ ადამიანების მიერ არის ორგანიზებული, რომლებსაც ანტი-რელიგიური მოტივები ამოძრავებს". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები