სიღნაღის ბაშო

19 მაისს, სიღნაღში 2019 წლის პირველი ბაშო ჩატარდება

19 მაისს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღში 2019 წლის პირველი ბაშო გაიმართება. ტურნირის მიზანია ნაცუ ბაშოზე მებრძოლი ქართველების - ტოჩინოშინისა და გაგამარუს გამხნევება, ასევე საქართველოში სუმოს პოპულარიზაცია.

სიღნაღის ბაშოს საპრიზო ფონდი: I ადგილი – 1000 ლარი, II ადგილი – 500 ლარი. ბაშოს გამარჯვებული ფულად პრიზთან ერთად ტოჩინოშინის იუკატას მიიღებს მისივე ხელმოწერით, რომელიც ტოჩინოშინმა სპეციალურად სიღნაღის ბაშოსთვის დააწესა.

კომენტარები