საერთაშორისო ვიზიტები

საქართველოში შემოსულმა ვიზიტორებმა 15.2%-ით ნაკლები დახარჯეს 2019 წლის პირველ კვარტალში

სასტუმრო სტამბა, თბილისი
booking.com

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში განხორცილებული ვიზიტებისას დახარჯულმა მთლიანმა თანხამ 1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 15.2%-ით ნაკლებია.

ამის შესახებ საქსტატის განახლებულ სტატისტიკურ მონაცემებშია საუბარი.

ამასთან, ვიზიტისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა 3.7 იყო. წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ეს რიცხვი 14.4%-ით შემცირდა.

განხორციელებული ვიზიტების 79.5% განმეორებითი ხასიათის იყო.

ვიზიტისას, საშუალო ხარჯი 889.7 ლარი იყო. წინა წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 16.1%-ითაა შემცირებული.

რაზე ხარჯავდნენ ვიზიტორები ყველაზე მეტს?

  1. საკვები და სასმელი - 310.5 მლნ ლარი, საერთო ხარჯების 26.2%
  2. განთავსება - 305.3 მლნ ლარი, 25.7%
  3. გართობა - 220.2 მლნ ლარი, 18.6%
  4. საყიდლები - 156.2 მლნ ლარი, 13.2%
  5. ხანგრძლივი მოხმარების საგნები - 89.2 მლნ ლარი, 7.5%

კომენტარები