საავტომობილო მოძრაობა

19 მაისამდე, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 მაისის 20:00 საათიდან 19 მაისამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა. კერძოდ, მოძრაობა აიკრძალა გიორგი ლეონიძის და ივანე მაჩაბლის ქუჩების კვეთიდან ივანე მაჩაბლის და ლადო ასათიანის ქუჩების კვეთამდე.

"ავტომანქანები იმოძრავებენ გერონტი ქიქოძის და მიხეილ ლერმონტოვის ქუჩების გავლით, სასურველი მიმართულებით" - აცხადებს შსს.

კომენტარები