ხანძარი ბორჯომის ხეობაში

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია

0 კომენტარი
ფოტო: შსს

ბორჯომის ხეობაში, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე მუშაობს. ამ დროისათვის, არასაკმარისი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე წყლის დასხმა შეწყვიტა. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ცეცხლის ლიკვიდაციის მიზნით მუშაობას დილიდან განაახლებს.

"ცეცხლის ორივე კერასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს" - აცხადებს შსს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები