Game of thrones

GAME OF THRONES-ის ფანებმა პეტიცია შეადგინეს, რომ მერვე სეზონი თავიდან გადაიღონ

0 კომენტარი
ფოტო: HBO

Game of Thrones-ის ფანებმა პეტიცია შეადგინეს, რომლითაც ითხოვენ რომ მერვე სეზონის სცენარი ახლიდან დაწერონ და ახლიდან გადაიღონ.

პეტიციას 250 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი.

“ეს სერიალი იმსახურებს ფინალურ სეზონს, რომელსაც მნიშვნელობა ექნება”, - წერია პეტიციის აღწერაში.

სერიალის ბოლო სერიამ “The Bells”-მა ფანების ნაწილი კმაყოფილი, ნაწილი კი უკმაყოფილო დატოვა. სერიაში დეინერის ტარგარიენმა მეფის სავანე გადაწვა.

Game of Thrones-ის უკანასკნელი სერია 19 მაისს გამოვა და მისი ხანგრძლივობა 80 წუთი იქნება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები