შუალედური არჩევნები

ვოლსკი: რა თქვა გია დანელიამ ერთია, მაგრამ რას აკეთებს ენმ არის მეორე

ტაბულა

"რა თქვა გია დანელიამ ერთია, მაგრამ რას აკეთებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის მეორე," - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკი ამბობს, რომ ენმ ისტერიკაშია. რამდენიმე დღის წინ რუსთავი ორმა გაავრცელა კადრები, სადაც სავარაუდოდ, ქართული ოცნების წევრი გია დანელია ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებაზე საუბრობს.

"ეს არის ისტერიკა, აგრესიული ისტერიკა, რომელიც ერთ მიზანს ისახავს, რომ როგორმე მოემზადონ არჩვენების მეორე დღისათვის, იმიტომ რომ არჩვენების პირველი დღის შედეგი მათთვის აბსოლუტურად ნათელია. ამას ემსახურება ხალხის ჩამოყვანა თითქოს და დაცვისათვის," - ამბობს ვოლსკი.

ორი დღის წინ ზუგდიდში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია "ოდიშის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა. ასევე, ორი დღეა ხმაურია ზუგდიდის საოლქო კომისიაში საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

კომენტარები