სუმო

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მეხუთე ბრძოლაც მოიგო (ვიდეო)

Japan Times

ნაცუ ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი უკვე 5:0-ზე გაუხდა.

ქართველი სეკივაკეს მეტოქე პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი იყო, რომელთანაც ქართველს უარყოფითი ბალანსი 2:3-ზე ჰქონდა, თუმცა მეტოქის დამარცხება მაინც მოახერხა.

ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 10 ბრძოლიდან ხუთის მოგება სჭირდება.

ტოჩინოშინის შემდეგი მოწინააღმდეგე  სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც კარიერაში 19-ჯერ შეხვდა და 14-ჯერ დაამარცხა.

 

კომენტარები