უკრაინა

Океан Эльзы-ის სოლისტმა უკრაინაში პარტია შექმნა და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

0 კომენტარი
ფოტო: LB.ua

უკრაინული მუსიკალური ბენდის "Океан Эльзы"-ის ლიდერმა, სვიატოსლავ ვაკარჩუკმა, პოლიტიკური პარტია შექმნა, სახელწოდებით "ხმა". 

პარტიასთან ერთად მუსიკოსი უკრაინაში 2019 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედიები ავრცელებენ. 

ვაკარჩუკის პარტიაში უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იულია კლიმენკო და "საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრაინის" (TI) ყოფილი ხელმძღვანელი იაროსლავ იურჩიშინი გაწევრიანდნენ. 

როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური წერს, პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ პარტია არცერთ თეთრს არ აიღებს ოლიგარქებისგან და ამის ნაცვლად, დაფინანსებას გამჭვირვალე ბიზნესებისა და უბრალო უკრაინელებისგან მიიღებს. ამ წუთისთვის  პარტია ოფიციალურად რეგისტრირების პროცედურებს გადის. 

პოლიტიკაში წასვლის შესახებ ვაკარჩუკმა თავდაპირველად 23 იანვარს ისაუბრა. ამის შესახებ მან ლონდონში ბრიტანელებსა და უკრაინელებს შორის გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. 

"მსურს, რომ უკრაინულ პოლიტიკაში რაც შეიძლება, მეტი ახალი სახე შემოვიყვანო. ხელისუფლებაში ყოფნა, როგორც ასეთი, არ მხიბლავს. პოლიტიკისკენ უკრაინის არსებული პოლიტიკისგან იმედგაცრუება მიბიძგებს,"- თქვა მაშინ ვაკარჩუკი. 

მისი თქმით, ყურადღების ცენტრში კორუფციის წინააღმდეგ და სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისთვის ბრძოლა უნდა იყოს. 

Океан Эльзы-მ თბილისში კონცერტი რამდენჯერმე გამართა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები