უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება. 

გადაწყვეტილება რადას დეპუტატებმა 315 ხმით მიიღეს. 

თავად ზელენსკის სურდა ინაუგურაცია 19 მაისს ჩატარებულიყო, თუმცა ეს დღეს რეპრესიის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა უკრაინაში, ამიტომაც ზელენსკის ინიციატივა გააკრიტიკეს. 

ინაუგურაცია 10:00 საათზე, უმაღლესი რადას შენობაში, საზეიმო სხდომათა დარბაზში გაიმართება. 

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 61.37% შეადგინა. 73.22%-ით ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ახალი პრეზიდენტი გახდა. 

კომენტარები