ჩოგბურთი

რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალს შეხვდება

რომში მიმდინარე მასტერსის ტურნირის 1/8-ფინალში, საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ესპანელ რაფაელ ნადალს დაუპირისპირდება.

პირველ რაუნდში ქართველმა მარტონ ფუჩოვიჩს სძლია, მეორე რაუნდში კი, ლასლო ჯერე დაამარცხა.

შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზეა ჩანიშნული, მაგრამ შესაძლოა, მატჩის დაწყების დრო შეიცვალოს.

კომენტარები