ხანძარი

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებული ცოცხალი ძალა ცალკეული მცირე კერებისა და ნიადაგის პრევენციულ დამუშავებას ახორციელებს.

"პრევენციისა და სამონიტორინგო სამუშაოების წარმოების მიზნით, ადგილზე რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები" - აღნიშნულია უწყების მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 2,5 ჰა შეადგინა.

კომენტარები