თაზო ფაცაცია

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ბოდიში შეურაცხმყოფელი, სექსისტური პოსტისთვის

www.facebook.com/tazo.facacia

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბოდიშს იხდის. თაზო ფაცაციამ ფეისბუქზე დაწერა, რომ ენმ-ს "პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების" გამო აღშფოთებული იყო და მიუღებელი სტატუსი გამოაქვეყნა.

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადოებას", - წერს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფეისბუქზე.

შეგახენებთ, რომ თაზო ფაცაციამ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავას მისამართით სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გამოიყენა.

"თინაბოკუჩავა ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში"დამამთავრებინა" ბოდიში გამათავებინაო უნივერსიტეტიო", - დაწერა ფაცაციამ ფეისბუქზე.

სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ, ეს პოსტი წაიშალა. თუმცა, ფაცაციას ფეისბუქზე კვლავ რჩება ზუგდიდის საკრებულოში ენმ-ის წევრის, ანი წითლიძის მიმართ გამოყენებული სექსისტური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

"Ani Tsitlidze განა ყველაფრის თქმა შეიძლება რაც ენაზე მოგადგება, გოგო ხარ თუ ალქაჯი ვერ გავიგე. ზონდერი ვარ რომელზეც ჭკუა გეკეტება", - წერს თაზო ფაცაცია.

კომენტარები